среда, 19 октября 2011 г.

მასალები

შემქმნელები azafruidze — უკანასკნელი ცვლილება 2011-10-13 14:24

ვაჟა–ფშაველას ნაამბობი





ვინ დამიბედა გზები პოეტის,

ვინ გამამზადა საბედისწეროდ?

ნუთუ ამ ქვეყნად მისთვის მოვედი,

რომ უნდა მხოლოდ ლექსები ვწერო!



ბაბუაჩემმა ბუნების კარი

გამიღო ოხვრით და სიმძიმილით

და შთამაგონა, რომ ლექსი არის

კაცის და ქვეყნის გულისტკივილი.



მან შემაყვარა სამშობლო ჩემი,

რომლისთვის ბევრმა სისხლი დაღვარა,

მან შემაყვარა ბუნების ცრემლი

და სალამურიც მან შემაყვარა.



სამშობლოს ტრფობით გული დავსერე,

მათრობდა, როგორც ღვინო ყვარული,

და ვიდრე ლექსად არ გადავწერე,

მანამდე მკლავდა ეგ სიყვარული.



ლექსმა კი შეკრა ჭრილობა ცივი

და გაანათა ჩემი კაცობა

და ჩემი გულის ყოველგვარ ტკივილს

მხოლოდ და მხოლოდ ლექსმა აჯობა.



მეც მიტომ ვბედავ არწიულ ყივილს,

როცა გულს გაჰკრავს ცივი ნიავი,

რომ ლექსი შველის ყოველგვარ ტკივილს

და ლექსი თვითონ ტკივილი არი.



და რადგან მერგო, ვიყო პოეტი–

ჩემი ცხოვრების საბედისწეროდ,

რადგან ამ ქვეყნად მისთვის მოვედი,

რომ უნდა მხოლოდ ლექსები ვწერო.



რადგან სხვა რამე, სიმღერის გარდა,

ახლაც ვერ შველის ტკივილებს ჩემსას,–

მჯერა, ამ დიად ბუნების კართან

მე თვით სიკვდილსაც გარდავქმნი ლექსად.

მინიშნებები/ტეგები:შემქმნელები azafruidze — უკანასკნელი ცვლილება 2011-10-13 14:24

ვაჟა–ფშაველას ნაამბობი





ვინ დამიბედა გზები პოეტის,

ვინ გამამზადა საბედისწეროდ?

ნუთუ ამ ქვეყნად მისთვის მოვედი,

რომ უნდა მხოლოდ ლექსები ვწერო!



ბაბუაჩემმა ბუნების კარი

გამიღო ოხვრით და სიმძიმილით

და შთამაგონა, რომ ლექსი არის

კაცის და ქვეყნის გულისტკივილი.



მან შემაყვარა სამშობლო ჩემი,

რომლისთვის ბევრმა სისხლი დაღვარა,

მან შემაყვარა ბუნების ცრემლი

და სალამურიც მან შემაყვარა.



სამშობლოს ტრფობით გული დავსერე,

მათრობდა, როგორც ღვინო ყვარული,

და ვიდრე ლექსად არ გადავწერე,

მანამდე მკლავდა ეგ სიყვარული.



ლექსმა კი შეკრა ჭრილობა ცივი

და გაანათა ჩემი კაცობა

და ჩემი გულის ყოველგვარ ტკივილს

მხოლოდ და მხოლოდ ლექსმა აჯობა.



მეც მიტომ ვბედავ არწიულ ყივილს,

როცა გულს გაჰკრავს ცივი ნიავი,

რომ ლექსი შველის ყოველგვარ ტკივილს

და ლექსი თვითონ ტკივილი არი.



და რადგან მერგო, ვიყო პოეტი–

ჩემი ცხოვრების საბედისწეროდ,

რადგან ამ ქვეყნად მისთვის მოვედი,

რომ უნდა მხოლოდ ლექსები ვწერო.



რადგან სხვა რამე, სიმღერის გარდა,

ახლაც ვერ შველის ტკივილებს ჩემსას,–

მჯერა, ამ დიად ბუნების კართან

მე თვით სიკვდილსაც გარდავქმნი ლექსად.

მინიშნებები/ტეგები:

Комментариев нет:

Отправить комментарий