პროექტის დაწყებამდე მოსწავლეები იმსჯელებენ ზოგად კითხვაზე–
გიყვართ თუ არა მოგზაურობა?–გაიხსენებენ სად უმოგზაურიათ,რომელი წმინდა
ადგილები უნახავთ,იმსჯელებენ მნიშვნელოვან ეპიზოდებზე.მოსწავლეებს დავყოფ
ჯგუფებად,ვუნაწილებ დავალებებს მათი შესაძლებლობის გათვალისწინებით.
საწყის ეტაპზე გამოიყენება ვიცი,მინდა ვიცოდე,გავიგე სქემის სამი
სვეტი,რათა დავეხმარო მოსწავლეებს წარსული ცოდნის გახსენებასა და გავიგო მათი
საბაზისო ცოდნა.აქვე,შესაძლებელია გამოვლინდეს მათი არასწორი წარმოდგენები
საკითხის გარშემო.მოცემული სქემა ხელს შეუწყობს იმასაც,რომ მოსწავლეებმა
გამოავლინონ მომავალში,პროექტზე მუშაობისას,რისი გაგება სურთ.საწყის ეტაპზე
გამოვიყებ ასევე გონებრივ იერიშს.ტექსტის
შესწავლის პროცესში მოსწავლეები მუდმივად იმუშავებენ შინაარსობრივ და თემატურ
კითხვებზე.მოსწავლეები აირჩევენ ხელმძღვანელებს,ხელმძღვანელები ამ კითხვებს
გააცნობენ თავიანთი ჯგუფის წევრებს.ჯგუფში ვანაწილებ დავალებებს.
ერთ ჯგუფს დაევალა მოიპოვოს ინფორმაცია საირმის
წმინდა ადგილეზე.
მეორე ჯგუფი ამოიწერს ინფორმაციას რაც დააინტერესებს
მოგზაურს.
მესამე ჯგუფს დაევალა
გადაიღს საილუსტრაციო ფოტოსურათები.
თითოეული ჯგუფი გააკეთებს ჩანაწერების დღიურს.მოსწავლეთა ჯგუფებთან
შეხვედრის დროს გამოვიყენებ მინი–ლექციის მეთოდს,რათა მოსწავლეებს დამატებითაც
მიეწოდოთ რჩევები და ინფორმაცია პროექტის თემასთან დაკავშირებით.პროექტზე
მუშაობისას მოსწავლეებმა უნდა გამოავლინონ ინფორმაციის მოძიების,დახარისხების
და კვლევის უნარი.
პროდუქტი,რომელსაც ისინი შექმნიან,სხვადასხვა ჯგუფის მიერ
მოძიებულ საკითხთა საფუძველზე,იქნება სლაიდებით აგებული პრეზენტაცია თემის
გარშემო,მათ მიერ მოძიებულ მასალაში იგულისხმება თემასთან დაკავშირებული
სურათები.პრეზენტაციის შეფასების რუბრიკას,რათა პროექტის წარდგენამდე იცოდნენ
რითი ფასდებიან.დასასრულს,როცა მოსწავლეებს შესწავლილი ექნებათ სხვადასხვა
მნიშვნელოვანი საკითხი,წარსდგებიან პრეზენტაციით.პროექტის ბოლოს მოსწავლეები
შეაჯამებენ თემის გარშემო არსებულ ძირითად საკითხებს.
|